Belive

ოფიციალურად: UFC 249 გადაიდო

4 წლის წინ სხვა
1 წთ

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, დანა უაითი იმედოვნებდა, რომ ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის ორგანიზება 19 აპრილს იქნებოდა შესაძლებელი. უკანასკნელი ცნობების თანახმად, UFC 249 გაურკვეველი ვადით გადაიდო. ფერგიუსონის თავდაპირველი მეტოქე ხაბიბ ნურმაგომედოვი იყო, რომელიც კორონავირუსის გამო რუსეთში ჩარჩა. UFC-ის წარმომადგენლებმა ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯით ჩაანაცვლეს და ბრძოლის ადგილმდებარეობად კალიფორნიის შტატში მდებარე "ტაჩი პალასი" შეარჩიეს - 10 აპრილს ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC 249 დათქმულ დროს არ ჩატარდება.

"პირველივე დღიდან ვიბრძვით. იმისათვის, რომ UFC 249 19 აპრილს გამართულიყო დღისა და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდით. კალიფორნიის შტატში მდებარე "ტაჩი პალასი" ამ ბრძოლაში გვერდით გვედგა. როგორც კი მსოფლიო ნორმალურ რიტმში ცხოვრებას განაგრძობს, ბრძოლას გავმართავთ და მას "ტაჩი პალასი" უმასპინძლებს", - აღნიშნულია UFC-ის განცხადებაში.

სხვა სტატიები