Belive

"ოპერაციას გავიკეთებ, დავბრუნდები და შემდეგ ყველას დავლეწავ" - ხამზატ ჩიმაევი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA Junkie-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხამზატ ჩიმაევმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ამის გამო ის რამდენიმე თვე ვერ ივარჯიშებს.

ჩიმაევმა უსმანთან ბრძოლის პირველ რაუნდში ხელი დაიზიანა. ოქტაგონიდან გამოსული ხამზატის სიტყვები კამერაში კარგად ისმის: "მგონი ხელი მოვიტეხე." გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩიმაევს მარჯვენა ხელზე მყესები აქვს გაწყვეტილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კავკასიელი ოპერაციისგან თავს იკავებდა. საბოლოოდ, ხამზატმა გადაწყვიტა, რომ საქმეში ექიმები ჩარიოს და ამის შესახებ თავადაც განაცხადა.

ერთ-ორ კვირაში ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ. ამის შემდეგ აღდგენით პერიოდს გავივლი, დავბრუნდები და ყველას დავლეწავ. - ხამზატ ჩიმაევი

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი დაუმარცხებელი მებრძოლია. ის 13-ჯერ გამოვიდა ოქტაგონზე და აქედან მსაჯმა ყოველ ჯერზე მისი ხელი ასწია. ხამზატმა ბოლო ბრძოლა კამარუ უსმანთან ოქტომბერში გამართა, სადაც მეტოქე დაამარცხა და UFC-ში მე-7 გამარჯვება ჩაიწერა.

სხვა სტატიები