ო'მალის მწვრთნელი: "მერაბი ამაში ექსპერტია..."
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
როგორც იცით, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის განმეორებით ბრძოლა ჩაინიშნა. მათი რემატჩი 8 ივნისს ნიუ ჯერსიში შედგება.
მნიშვნელოვანი ჩხუბის წინ, ო'მალის მწვრთნელმა მერაბის შესახებ ისაუბრა.
მერაბი ცხოველია და არა ისეთი ტიპის ცხოველი, რომელიც სახეს დაგილეწავს ან კისერს მოგიგრიხავს. ის 25 წუთის განმავლობაში პოზიციების მოგების ექსპერტია. დროის მენეჯმენტი, გადაწყვეტილების მიღება, მსაჯების თვალში მომგებიან პოზიციაში ყოფნა, მერაბი ამაში ექსპერტია. ეს ჩვენს გამარჯვებას კიდევ უფრო სასიხარულოს გახდის, როცა მას ნაწილებად დავშლით. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ! - განაცხადა ტიმ უელშმა
შეგახსენებთ, რომ მერაბმა ჩემპიონის ტიტული სწორედ შონ ო'მალისთან მოიგო. Sphere-ში გამართულ ლეგენდარულ UFC Noche-ზე მერაბმა შონი სრული დომინაციით დაამარცხა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "მანქანამ" ქამრის ერთხელ დაცვა უკვე მოასწრო. დვალიშვილმა ეს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ მოახერხა.
სხვა სტატიები


ლევან ტალახაძე
1 კვირის წინ სხვა

.32.webp)
რომა დევიძე
2 კვირის წინ სხვა