Belive

ო'მალის დამარცხებით მერაბმა რამდენიმე საინტერესო რეკორდი დაამყარა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 306 საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის მერაბ დვალიშილმა შონ ო'მალი დაამარცხა და მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. UFC-ის ისტორიაში საქართველო მეორე ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად 2 ჩემპიონი ჰყავს.

აღნიშნული დაპირისპირება 5-რაუნდიანი იყო და ყველა რაუნდი მერაბის დომინაციით მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი რიცხვებშიც აისახა და დვალიშვილმა რამდენიმე შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა.

  • მერაბ დვალიშვილის 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია სუპერმსუბუქ წონაში, მოქმედ სპორტსმენებს შორის, ყველაზე გრძელია

  • 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში ყველაზე გრძელია

  • დვალიშვილის 9 გადაწყვეტილებით გამარჯვება სუპერმსუბუქი წონის საუკეთესო შედეგს უტოლდება

  • UFC-ში ჩატარებულ ბრძოლებში მერაბმა 85 თეიქდაუნი შეასრულა, რაც ჟორჟ სენ-პიერის (90) შემდეგ, საუკეთესო შედეგია

  • UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში მერაბმა 72 თეიქდაუნი შეასრულა, რაც დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო შედეგია

  • UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში დვალიშვილმა ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა - 1,950

სხვა სტატიები