Belive

"ხამზატი 21 კილოს იკლებს" - არმან ცარუკიანი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

MMA-ში წონის კლება, რომ ცალკე სპორტია ეს ახალი ამბავი არაა. ამ პროცესის შესახებ გიჟური ისტორიები ბევრჯერ გვსმენია. არიან ისეთი მებრძოლები, რომლებიც ძალიან ბევრს იკლებენ. ასეთია ხამზატ ჩიმაევიც. თუ არმან ცარუკიანს დავუჯერებთ, სტრიკლენდთან ჩხუბისთვის ჩიმაევი 21 კილოს იკლებს.

ის ძალიან კარგ ფორმაშია. წონის კლების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ხვალინდელი დღე ადვილი ნამდვილად არ იქნება. წინ აწონვების დღეა და წონის დაკლება მოუწევს. 3 კილოს დაკლებაც კი პრობლემაა სხვებისთვის. ხამზატს კი 21 კილოს დაკლება მოუწევს. 21 კილოგრამი ძალიან ბევრია. - ამბობს არმან ცარუკიანი

ხამზატ ჩიმაევის და შონ სტრიკლენდის ჩხუბი 10 მაისს გამთენიისას შედგება. ისინი ერთმანეთს საშუალო წონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები