Belive

ო'მალი: "ილია მაქსთან წააგებს და შემდეგ მისი კარიერა ქვევით წავა"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე იცით, ილია თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე მაქს ჰოლოუეი იქნება. ჯერჯერობით, ბრძოლა ოფიციალურად არ ჩანიშნულა, თუმცა, ეს მხოლოდ დროის საკითხია. BMF-ის ქამრის მოგების შემდეგ, ჰავაიელმა ილია თავად გამოიწვია. ბუნებრივია, რომ "მატადორმა" მისი გამოწვევა მიიღო და ისინი ძალიან მალე შეხვდებიან.

ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აზრები ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ ილია მაქსს დაამარცხებს და კარიერის ახალ ეტაპზე გადავა. ზოგიერთი ამბობს, რომ ჰოლოუეი საკუთარი კრივით თოფურიას დაშლის და ქართველს მწვერვალიდან ჩამოაგდებს.

საინტერესოა, რომ მეორე აზრს იზიარებს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი.

ილია შემდეგი კოდი გარბრანდტი იქნება. მას პატარა დომინიკ კრუზის პერფომანსი ჰქონდა. მაქს ჰოლოუეი მას ნაწილებად დაშლის და მისი კარიერა ძირს დაეშვება. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ მარლონ ვერასთან საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, ო'მალიმ ილია გამოიწვია. ვინაიდან შონთან შეხვედრა მერაბ დვალიშვილს სურს, თოფურიამ "შუგასთან" ბრძოლაზე უარი თქვა.

სხვა სტატიები