Belive

"ო'მალი ახლა მეტად მშიერია" - მერაბ დვალიშვილი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 314 მაიამიში გაიმართა, რომელსაც მერაბ დვალიშვილიც ესწრებოდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, "მანქანამ" Schmo-სთან ისაუბრა. მერაბმა ერთი-ორი სიტყვა შონ ო'მალის შესახებაც თქვა.

ო'მალი ახლა მეტად მშიერია. განსხვავებულია და ამბობს, რომ წინა ბრძოლასთან შედარებით ბევრად უკეთესია. წუწუნებდა, რომ ტრავმირებული იყო და ვნახოთ ახლა რა იქნება. ამ ჩხუბს მარტივად არ ვუყურებ, ვნახოთ რა მოხდება. მთავარი განსხვავება ახლა ისაა, რომ ჩემპიონი მე ვარ და შონს დასაკარგი არაფერი აქვს. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის განმეორებით ბრძოლა 8 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მერაბთან მარცხის შემდეგ, "შუგას" ბრძოლა არ ჩაუტარებია. რაც შეეხება მერაბს, მან უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ქამარი დაიცვა.

სხვა სტატიები