ოლიმპიადაზე მოჭიდავეების განთესვის წესი შემოიღეს - პეტრიაშვილს ბადე გაუმარტივდა
პარიზის ოლიმპიადის მოჭიდავეთა ტურნირზე განთესვის სისტემა დაინერგა. ეს იმას ნიშნავს, რომ განთესილი მოჭიდავეები ერთმანეთს ადრეულ სტადიაზე აცდებიან და მხოლოდ მეოთხედფინალებიდან შეხვდებიან ერთმანეთს.
მოჭიდავეებმა, რომლებმაც იასპარეზეს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2024 წლის კონტინენტის პირველობებზე, 2024 წლის ზაგრების ღია ტურნირზე და 2024 წლის უნგრეთის სარეიტინგო სერიებში - დაგროვილი ქულებით, შესაბამისად გადანაწილდნენ პირველიდან მერვე ადგილის ჩათვლით და ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. განთესილი რვა მოჭიდავის გარდა, დანარჩენი რვა, რომლებიც 16-კაციან ცხრილს ავსებენ, შემთხვევითობის პრინციპით, პარიზში თითოეული სტილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბადის მეორე მხარეს გადანაწილდებიან.
სისტემა შემდეგი პრინციპით იმუშავებს: N1 დაუპირისპირდება N8-ს; N2 VS N7; N3 VS N6; N4 VS N5.
125 კგ წონით კატეგორიაში, გენო პეტრიაშვილი მე-2 ნომრად არის განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფინალამდე უმთავრეს კონკურენტებს, პირველ ნომრად განთესილ ამირ ზარეს და სიაში მეოთხე ნომრად მყოფ ტაჰა აკგულს არ შეხვდება.
Paris 2024 seeds announced for Freestyle, Greco-Roman, Women’s Wrestlinghttps://t.co/YFeL9Fmg0Y
— United World Wrestling (@wrestling) July 12, 2024