კონორ მაკგრეგორი და ხამზატ ჩიმაევი ბრძოლებს ჩაეხსნენ
UFC 303-ის მთავარი ბრძოლა ჩაიშალა. კონორ მაკგრეგორისა და მაიკლ ჩენდლერის ბრძოლა აღა შედგება. ამის მიზეზი კონორ მაკგრეგორის ბრძოლიდან ჩახსნაა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დიდი ხნის განმავლობაში სოციალურ ქსელში აღნიშნულთან დაკავშირებით ჭორები ვრცელდებოდა. მაკგრეგორის ოქტაგონზე არ გამოსვლის მიზეზად ტრავმა სახელდება.
დანა უაითმა UFC 303-ის მთავარ ბრძოლად ალექს პერეირასა და ჟირი პროჰასკას საჩემპიონო ჩხუბი დანიშნა.
Conor McGregor will NOT be headlining UFC 303 due to injury.. 🤯 pic.twitter.com/jMQtKsjmzD
— DMD999 (@DMDwtf) June 14, 2024
დღეს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ხამზატ ჩიმაევს ეხება. მისი და რობერტ უიტეკერის ჩხუბი საუდის არაბეთში უნდა შემდგარიყო. აღსანიშნავია, რომ UFC საუდის არაბეთში ღონისძიებას პირველად მართავს. ჩიმაევი ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო ჩაეხსნა. თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი ვიმსჯელებთ, ეს პრობლემა არც ისე მსუბუქია.
მის ნაცვლად რობერტ უიტეკერს იკრამ ალისკეროვი შეხვდება.
აღნიშნული დაავადება, რომელსაც ხამზატი მომზადების პერიოდში ებრძოდა, დროულად ვერ განიკურნა. ამის გამო საავადმყოფოში არაერთხელ მოხვდა. - განაცხადა ხამზატის მწვრთნელმა