Belive

ოლეკსანდრ უსიკმა ტაისონ ფიური ულამაზეს სტილში დაამარცხა

9 თვის წინ სხვა
1 წთ

დღეს, ერ-რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ყველასთვის ნანატრი და რამდენჯერმე გადადებული ბრძოლა გაიმართა. რომელშიც ერთმანეთს კრივის ლეგენდები, ტაისონ ფიური (ბოშათა მეფე) და დაუმარცხებელი უკრაინელი მებრძოლი, ოლეკსანდრ უსიკი დაუპირისპირდნენ.

მართალია, ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა, თუმცა მე-9 რაუნდში, ტაისონ ფიურიმ აშკარად გაასწრო რინგიდან, ის გონგმა გადაარჩინა უსიკის ულამაზესი და უძლიერესი კომბინაციებისგან. ფიურიმ კოორდინაცია დაკარგა და თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფს უკრაინელი "ცეკვის" ნაბიჯებით დაჰყვებოდა და სახეში მძიმე დარტყმებს აყენებდა.

გარდა მე-9 რაუნდისა, შეიძლება ითქვას, რომ უსიკი უპირატესობას მთელი ბრძოლის განმავლობაში ფლობდა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილება მაინც გაიყო და ერთ-ერთმა რეფერიმ უპირატესობა ტაისონ ფიურის მიანიჭა. საბოლოოდ, ყოველგვარი კითხვების გარეშე, მსოფლიოს ახალი აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს და ეს ოლეკსანდრ უსიკია.

სხვა სტატიები