Belive

ოლეკსანდრ უსიკი პოლონეთში დააკავეს

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი პოლონეთის ქალაქ კრაკოვის აეროპორტში დააკავეს. ცნობილი გახდა მისი დაკავების მიზეზიც - უსიკი აეროპორტში აგვიანებდა და საკუთარი ავტომობილით სიჩქარეს გადააჭარბა, რის გამოც პოლონელმა სამართალდამცავებმა მას ხელბორკილები დაადეს. მოკრივე უკვე თავისუფალია, ის უკრაინის პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ გაუშვეს.

ველაპარაკე ტელეფონით ალექსანდრ უსიკს, როცა ის დაკავებული იყო. აღშფოთებული ვიყავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და ჩემპიონის მიმართ ამგვარი მოპყრობით. დავავალე უკრაინის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაუყოვნებლივ გარკვეულიყვნენ ინციდენტის ყველა დეტალში.

როგორც მაცნობეს, ახლა ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ჩემპიონი გაუშვეს და მას აღარავინ დააკავებს - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში

ოლეკსანდრ უსიკი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მას შემდეგ გახდა, რაც უკანასკნელ ბრძოლაში კრივის ლეგენდას, ტაისონ ფიურის 12-რაუნდიან ბრძოლაში სრული უპირატესობით აჯობა. 3 თვის წინ, ერ-რიადში გამართულ დაპირისპირებაში "ბოშათა მეფე" ძალიან დაიჩაგრა - უსიკმა ის რამდენჯერმე ნოკდაუნში გაუშვა და ერთ-ერთი რაუნდის ბოლოს გონგმა გადაარჩინა, სანამ რინგზე უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.