ოფიციალურად | კონორ მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
შერეული საბრძოლო ხელოვნების ლეგენდარული მებრძოლი - კონორ მაკგრეგორი, ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელში ადასტურებს და აღნიშნავს, რომ იგი მზად არის, ირლანდიის სათავეში ჩადგეს და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნოს.
მაკგრეგორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება, წინააღმდეგობას გაუწევს პარლამენტის მიერ ევროკავშირის საიმიგრაციო ხელშეკრულების მიღებას.
Ireland must fully implement the EU Migration Pact by June 12, 2026.
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) March 20, 2025
So between now and 12 June 2026, several pieces of legislation have to be passed by both Houses of the Oireachtas & then signed by the President.
The next presidential election must take place by 11 Nov 2025…
ირლანდია საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, თუმცა მას ცერემონიული როლი აქვს. მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია, შეუძლია მიმართოს უზენაეს სასამართლოს კანონის განსახილველად. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია რეფერენდუმზე გაიტანოს კანონები, რომლებიც მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს ეხება.
ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 11 ნოემბერს გაიმართება.