Belive

ოფიციალურად | დენის ვიერუმ წონა შეიცვალა და 73 კგ-ში იასპარეზებს

7 საათის წინ სხვა
1 წთ

მოლდოვის ნაკრების ლიდერმა და 66-კგ წონითი კატეგორიის უძლიერეს ფალავნად წოდებულმა - დენის ვიერუმ წონა ოფიციალურად შეიცვალა და ბაქოს გრანდ სლემიდან მოყოლოებული, 73-კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

დენის ვიურუ უძლიერესი მოლდოველი ძიუდოისტია - იგი 66 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელია (2024 წელს პარიზში), მსოფლიო ჩემპიონატებზე კი ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული (2019, 2022 წლები), 28 წლის მოლდოველი ძიუდოისტი 2023 წლის ევროპის ჩემპიონია და 6-ჯერ შეძლო გრანდ სლემების მოგება. გარდა ამისა, იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 66 კგ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი და ლიდერი იყო.

თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იგი შეჯიბრებზეც არ იღებდა მონაწილეობას, ამას კი იმით ხსნიდა, რომ მას წონის კლების სერიოზული პრობლემა ჰქონდა და სწორედ ამიტომ, 2025 წლის სტარტზე გადაწყვიტა, რომ მომავალ შეჯიბრებზე ოფიციალურად შეიცვალოს წონა და 73 კგ წონით კატეგორიაში გადავიდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დენის ვიერუ 73 კგ წონით კატეგორიაში საკუთარ ბედს ბაქოს გრანდ სლემიდან გამოცდის, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები