Belive

ნურმაგომედოვის მწვრთნელი: "კონორის გამარჯვებით მოხარული ვარ" 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მსუბუქ წონაში, UFC-ის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა რიზვან მაგომედოვმა თქვა, რომ ის გახარებული იყო, როცა კონორ მაკგრეგორმა, რომელსაც რუსთან ხანგრძლივი მტრობა აქვს, დავიდ სერონი დაამარცხა. "მოხარული ვარ, რომ მან მოიგო. ვინც რა არ უნდა თქვას, ფაქტია, რომ კონორი ზოგადად სპორტს და კერძოდ ამ სახეობას პოპულარულს ხდის.  სპორტული კუთხით, ამ გამარჯვებას მნიშვნელოვანს ვერ ვუწოდებ, რადგან სერონი უკვე ასაკოვანი მებრძოლია, რომელმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუკლო. ახლა ის ძველი ქოვბოისგან ძალიან შორს დგას, შესაძლოა იმის ნახევარიც არ არის.  რაც შეეხება ჩვენს კონფლიქტს, ის არ განმუხტულა, თუმცა პირადი ისტორიაა და ასევე უნდა დავტოვოთ",-თქვა მაგომედოვმა.

სხვა სტატიები