Belive

"29 ივლისი, Sphere-ში ჩემთვის კარგად ჟღერს" - კონორ მაკგრეგორი

8 თვის წინ სხვა
1 წთ

დიდი ხანია რაც კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე არ გვინახავს. მისი დაბრუნების შესახებ მითქმა-მოთქმა არ ჩერდება. ყველაზე აქტიურად მაიკლ ჩენდლერის შესახებ იწერებოდა, თუმცა ოფიციალურად არაფერი დასტურდებოდა.

ლეგენდარულმა ირლანდიელმა მისი MMA-ში დაბრუნების შესახებ talkSPORT-თან ისაუბრა.

როგორც უკვე გითხარით UFC-სთან 2-ბრძოლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ჯერჯერობით ფილმის პრემიერაზე ვარ კონცენტრირებული. წინ წმინდა პატრიკის დღეა, სადაც ალკოჰოლთან დაკავშირებით გარკვეულ აქტივობებს ვგეგმავ. ამის შემდეგ ჩემს გეგმას დავსახავ. ჩემი გეგმა ასეთია: დარბაზი-სახლი, დარბაზი-სახლი, დარბაზი-სახლი. იმედი მაქვს ბრძოლის თარიღი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს რაღაცას უნდა ველოდოთ. თუ მანამდეც შემომთავაზებენ თანახმა ვიქნები. 29 ივლისი, Sphere-ში ჩემთვის კარგად ჟღერს. პორიეს სიამოვნებით ვნახავდი. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს დიდი ბრძოლა ჩანს. დიაზთან ტრილოგიაც მაქვს. თუ ინტერესი დავკარგე აზრი არაფერს ექნება. ასე რომ, ამ თემაზე UFC-სგან მოლაპარაკებები მჭირდება. შანსები მაიკლ ჩენდლერთანაც არის. სავარაუდოდ მახაჩევი და პორიე ივლისში ტიტულზე იჩხუბებენ. მან გეიჯისთან მძიმე ნოკაუტი მიიღო და არა მგონია ამ ბრძოლისთვის მზად იყოს. ჩემთვის ოპონენტს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საბრძოლველად გამიშვან. - განაცხადა კონორ მაკგრეგორმა

კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. მას შემდეგ, Notorious-ის დაბრუნებაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა, კონორი კვლავ ოქტაგონს გარეთ რჩება.

სხვა სტატიები