Belive

"ნუ იქცევით ისე, თითქოს გეიჯი პირდაპირ ილიასთან იჩხუბებს" - ჩელ სონენი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ჩელ სონენი თვლის, რომ ჯასტინ გეიჯის შემდეგი ოპონენტი ილია თოფურია არ იქნება. ამერიკელის თქმით, ჩემპიონი კარიერის ბოლოშია და სურს ვინმე ახალს შეხვდეს. სონენი ამას იმით ხსნის, რომ გეიჯის უკანასკნელ ჩხუბში მძიმე დაპირისპირების გადატანა არ სურს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩელი ჯასტინის მომავალ მეტოქედ არმანს ან რუფის განიხილავს.

არ ვამბობ, რომ ეს ბრძოლა არ შედგება. უბრალოდ ვამბობ, რომ შევწყვიტოთ ისე მოქცევა, თითქოს გეიჯი მაშინვე იბრძოლებს ილიასთან და ქამარს დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინს ეს არ უთქვამს, კარიერის დასრულებასთან ახლოსაა. გეიჯიმ თქვა, რომ თუ შემდეგ ბრძოლას იჩხუბებს, ის ვინმე ახლის წინააღმდეგ უნდა იყოს. არჩევანი დიდია.

რატომ არ შეგვიძლია ცოტა გავერთოთ და ვნახოთ რას იზამს უსმან ნურმაგომედოვი? ჩვენ გვაქვს ბრძოლა ცარუკიანსა და რუფის შორის, საჩემპიონო კანდიდატობისთვის. ეს ბიჭები 5-რაუნდიან ჩხუბს ჩაატარებენ, რაც რაღაცას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ აი ამ ბრძოლაში გამარჯვებული, არმანი ან რუფი, შეიძლება იყოს გეიჯის საბოლოო ოპონენტი. - ამბობს ჩელ სონენი

ილია თოფურიას შესაძლო დაბრუნებაზე ჯერ ოფიციალური არაფერი იწერება, მაგრამ ჭორები დადის, რომ გეიჯისთან ჩხუბზე საუბრები დაიწყო. ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა და ჟურნალისტმა ჯონ ანიკმა ისაუბრა.

სხვა სტატიები