"გაცოფებული ვარ! ეს სასაცილოა!" - ო'მალი UFC რეიტინგებს აფასებს
შონ ო'მალიმ ორგანიზაციის განახლებული რეიტინგი გააკრიტიკა და მას სასაცილო უწოდა. შონი, რომელიც ამჟამად მესამე პოზიციას იკავებს, უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ მის წინ მყოფი სპორტსმენები - პიოტრ იანი, სონგ იადონგი და მერაბ დვალიშვილი რეიტინგში მასზე მაღლა დგანან. ო'მალი ამბობს, რომ ყველა მასზე მაღლა მყოფი დამარცხებული ყავს, მიუხედავად იმისა, მერაბთან არ გაუმარჯვია.
მოდით რეიტინგებს შევხედოთ. რა ხდება? იანი დამარცხებული მყავს, რომელიც ჩემს ზევითაა. მერაბი, რომელთან ანგარიშიც 1:1 და ისიც ჩემს ზევითაა. სონგ იადონგი, რომელიც ახლახანს დავამარცხე და ისიც ჩემს ზევითაა. მე ნომერი სამი ვარ და ჩემს ზევით ყველა დამარცხებული მყავს. ძალიან სასაცილოა. - ამბობს შონ ო'მალი
Sean O’Malley couldn’t believe the UFC’s new Ai rankings dropped him to #3 💀
— Happy Punch (@HappyPunch) September 22, 2026
“What the F*CK??? I beat the champion, Petr Yan, and he’s above me. Merab, I’m 1-1 with, and he’s above me. Song Yadong, just beat him.
I’m pissed! This is ridiculous.” pic.twitter.com/HTzSMVlA3u
ო'მალი ოქტაგონზე ბოლოს 2026 წლის 14 ივნისს, UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე გამოვიდა, სადაც კანადელ აიმან ზაჰაბის შანსი არ დაუტოვა და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო. მანამდე, UFC 324-ზე ო’მალიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სონგ იადონგის ბარიერიც წარმატებით გადალახა.