ნოე ფანცხავამ ოლიმპიადა დაასრულა
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
პარიზის ოლიმპიადაზე "უაილდ ქარდით" მოხვედრილმა ქართველმა მოცურავემ, ნოე ფანცხავამ დღეს ასპარეზობა დაასრულა. 18 წლის სპორტსმენმა, 100 მეტრზე დისტანციაზე, გულაღმა ცურვის დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა და იმ 8-კაციან ჯგუფში, რომლებთან ერთადაც იასპარეზა, ბოლო ადგილი დაიკავა (56.46 წმ). საერთო ჯამში, კვალიფიკაციაში მონაწილეობა 46-მა სპორტსმენმა მიიღო და ფანცხავა 41-ე ადგილზე გავიდა.
შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას 16 ყველაზე კარგი დროის მქონე მოცურავე განაგრძობს. საუკეთესო შედეგი უნგრელმა ჰუბერტ კოსმა დააფიქსირა, მისი მაჩვენებელი 52.72 წმ იყო.