Belive

ნილ მეგნიმ ქვესაშუალო წონის ისტორიაში ყველა მეტი მოგება დააგროვა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC Fight Night 214-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დენიელ როდრიგესი და ნილ მეგნი დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ორთაბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით მეგნიმ ქვესაშუალო წონის რეკორდი დაამყარა.

ნილმა მისი მოწინააღმდეგე მესამე რაუნდში დანებებით დაამარცხა და ქვესაშუალო წონაში მეოცე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი (19) გააუმჯობესა.

გამარჯვების შემდეგ, მებრძოლმა აღნიშნა, რომ ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს და უფრო დიდი მიზნები ამოძრავებს. ამერიკელმა მებრძოლმა გილბერტ ბარნსი გამოიწვია და თქვა, რომ ბრძოლის ჩატარება ბრაზილიაში სურს.

"მე მიყვარს კონკურენცია. თქვენ ნახეთ ჩემი ბოლო ბრძოლა, რომელშიც დავმარცხდი და ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩემი აზრით, გილბერტ ბარნსი, ამჟამად დივიზიონის საუკეთესო გრეპლერია, ამიტომ, მინდა ჩემი თავი საუკეთესოსთან გამოვცადო." - განაცხადა მეგნიმ პრესკონფერენციაზე.

გილბერტმა მებრძოლის გამოწვევას მალევე უპასუხა და უთხრა, რომ UFC-ის მისთვის უკვე ჰყავს მოწინააღმდეგე შერჩეული. ბარნსის თქმით, თუ მისი მომავალი მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნება, მზადაა მეგნის შეებრძოლოს.

სხვა სტატიები