Belive

ნეით დიასი არაორდინალური ქცევით გულშემატკივარს კვლავ აკვირვებს | VIDEO

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ვარსკვალი ნეით დიასი Instagram ლაივის დროს მარიხუანას ეწეოდა. ეს თითქოს მისგან მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუმცა, ყველაზე საინტერესო წინ არის. ამ ყველაფერს მებრძოლი მაშინ აკეთებდა, როდესაც ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომელი მას ამოწმებდა.

ტესტი შარდის შემოწმებას მოიცავს, მაგრამ, როგორც ჩანს, სააგენტოს წარმომადგენელს საკმარისი რაოდენობის ნიმუში არ ჰქონდა და დიასის სახლში დიდხანს მოუწია გაჩერება. ამან ნეითს არ შეუშალა ხელი, რომ საყვარელი საქმით დაკავებულიყო. მებრძოლმა ბალახი მის სტუმარსაც შესთავაზა.

ნეითი ბოლო ორ ბრძოლაში დამარცხებული გამოვიდა ოქტაგონიდან. მისი შემდეგი ბრძოლა 10 სექტემბერს დაუმარცხებელი ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ შედგება.

სხვა სტატიები