Belive

ნეიტ დიაზი და ხორხე მასვიდალი ერთმანეთს კრივში დაუპირისპირდებიან

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ბრძოლიდან თითქმის 5 წლის შემდეგ, ხორხე მასვიდალსა და ნეიტ დიაზს შორის რემატჩი კრივში შედგება.

კრივის მატჩი, რომელიც 10-რაუნდიანი იქნება, 2 ივნისს, კალიფორნიაში ჩაინიშნა.

2019 წლის ნოემბერში მასვიდალმა დიასი UFC 244-ზე დაამარცხა, მას შემდეგ კი ბრძოლის კიდევ ერთხელ ხილვის სურვილი უამრავ გულშემატკივარს ჰქონდა.

მასვიდალისთვის MMA-ში ბოლო ბრძოლა 2023 წლის აპრილში გილბერტ ბიორნსთან შედგა, რომელშიც დამარცხდა, დიასმა კი 2022 წლის სექტემბერში ტონი ფერგიუსონს მოუგო.