Belive

ნეაპოლში გამართული ზეიმისას, მაფიის ბოსის შვილი მოკლეს

1 წლის წინ სხვა
2 წთ

"უდინეზესთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, "ნაპოლიმ" სერია A-ს ჩემპიონობა გაინაღდა, რასაც ემოციური ნეაპოლელების ზეიმი მოჰყვა. თუმცა საყოველთაო სიხარულისა და ცაში გაშვებული ფოიერვერკების ფონზე გასროლილმა ტყვიამ, მაფიის ბოსის 26 წლის შვილი იმსხვერპლა.

გარდაცვლილის, ვინჩენცო კოსტანცოს სახელი, პოლიციისთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო - სამართალდამცავებთან შეხება მას არაერთხელ ჰქონდა. რაც შეეხება მის მამას, მაურიციო კოსტანცოს, პონტიჩელის (ნეაპოლის ერთ-ერთი უბნის) მაფიის გავლენიანი წარმომადგენელია.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, რომელმაც უნდა დაადგინოს, მკვლელობა განზრახ ქმედებამ გამოიწვია თუ შემთხვევითობამ. იტალიური მედია მომხდარს კლანთა შორის მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირებს.

"ნაპოლის" ჩემპიონობის აღსანიშნავად, ქალაქში ათობით ათასი გულშემატკივარი გამოვიდა. საყოველთაო ზეიმის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც დაზიანება ასაფეთქებელით და ცივი იარაღით მიიღეს. 20 წლის ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც ფრატამაჯორეში მას მანქანამ დაარტყა.

ნეაპოლის პრეფექტის, კლაუდიო პალომბას შეფასებით, უსაფრთხოების გეგმამ წარმატებით იმუშავა. La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვინჩენცო კოსტანცოს მკვლელობა ზეიმის დროს განვითარებულ მოვლენებთან კავშირში არაა. მსგავსი მოსაზრება აქვს ქალაქის მერს, გაეტანო მანფრედის, რომელმაც მომხდარი ანგარიშსწორებად შეაფასა.

ასევე იხილეთ: Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!

სხვა სტატიები