Belive

ოსიმენის მხიარული შვებულება - ნაპოლის თავდამსხმელი სამშობლოში მინი-ფეხბურთს თამაშობს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეო გავრცელდა: "ნაპოლის" და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი სამშობლოში, ლაგოსში იმყოფება და მეგობრებთან ერთად მინი-ფეხბურთს თამაშობს.

24 წლის ფეხბურთელი შვებულებას სამშობლოში ატარებს, მალე კი მისი კარიერული მომავლის შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს. ფანტასტიკური და სარეკორდო სეზონის შემდეგ, ნიგერიელის დამატება მსოფლიოს ტოპ კლუბებს სურთ, თუმცა ნეაპოლელები მის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

2022/23 წლების სეზონში ვიქტორმა "ნაპოლის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 31 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა (26 გატანილი გოლით) და 33-წლიანი პაუზის შემდეგ კლუბს რიგით მესამე ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები