Belive

"კონორი ერთ-ერთია იმ მებრძოლთაგან, რომელსაც სიამოვნებით შევხვდებოდი" - შონ ო 'მალი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის დაცვის შემდეგ, შონ ო'მალიმ ბევრი მებრძოლი გამოიწვია. "შუგა" ყველაზე მეტს ილია თოფურიას შესახებ საუბრობს. ო'მალი თავისი დივიზიონის ნომერ პირველ ათლეტს - მერაბ დვალიშვილს კვლავ გაურბის და ზედა წონის მებრძოლებს იწვევს. თოფურიას და ჰოლოუეის შემდეგ, ო'მალი ამბობს, რომ კონორ მაკგრეგორთანაც სიამოვნებით იბრძოლებს.

შანსებს რეალისტურად ვაფასებ მაშინ, როცა საქმე დიდ ბიჭებს ეხება. შემიძლია ზედა წონაში ავიდე და ალექს ვოლკანოვსკის, ილია თოფურიას ან მაქს ჰოლოუეის შევხვდე. მაგრამ, ჯერ ჩემს დივიზიონში დავრჩები. კონორი ერთ-ერთია იმ მებრძოლთაგან, რომელსაც სიამოვნებით შევხვდებოდი. ეს ბიჭი საკმაოდ დიდია. მიუხედავად ამისა, მასთან მაინც ვიჩხუბებდი. პირველ ყოვლისა კარგ ანაზღაურებას ავიღებს, მეორე - ეს ხომ კონორია. ეს ლეგენდარული დაპირისპირება იქნება. - განაცხადა შონ ო'მალიმ

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ო'მალის წონაში ჩემპიონობის პირველი კანდიდატი მერაბ დვალიშვილია. ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, თუ,ცამ როგორც მერაბი ამბობს მისი და შონის შეხვედრა UFC 306-ზე შედგება.

სხვა სტატიები