Belive

"ნახევარ ლიტრ ღვინოს ვსვამ" - თოფურიამ წონის კლების თავისებური ხრიკი გაამხილა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

როგორც უკვე ვიცით, ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ელის. დაუმარცხებელი ქართველისა და ემეტის დაპირისპირება 24 ივნისს შედგება.

"მასზე ყველაფერს ვუყურებ. ვაკვირდები თუ რა არის მისი ბუნებრივი მოძრაობები როცა იღლება. სწორედ ამაზე ვმუშაობ ჩემს გუნდთან ერთად, რომ გარკვეული მოძრაობებისთვის მზად ვიყო." - განაცხადა ილიამ ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში სტუმრობისას.

როგორც იცით, ბრძოლისთვის მზადებისას ძალიან დიდი დრო ეთმობა წონის კლებას. აღნიშნული პროცესი საკმაოდ რთულია და ბევრი სპორტსმენი ამას ვერც ახერხებს. აღსანიშნავია, რომ ბევრ მებრძოლს წონის კლების საკუთარი ხერხი აქვს. სწორედ ამაზე ისაუბრა ილია თოფურიამაც:

"ძალიან მკაცრ დიეტას ვიცავთ, სადაც ყველაფერი გრამებშია გათვლილი. ბოლო კვირაში ფაქტიურად ვშიმშილობთ და წყალსაც თითქმის არ ვსვამთ. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია. როცა შენი ორგანიზმი უწყლობისგან იტანჯება, ამ დროს საუნაში და ცხელ აბაზანაში დიდი დროის გატარება გიწევს. როდესაც ორგანიზმში წყალი თითქმის არ არის, ნახევარ ლიტრ ღვინოს ვსვამ, რადგან ღვინო უფრო მეტად მაწყნარებს და სტრესს მიმსუბუქებს. ეს კარგად გამოძინებაშიც მეხმარება“.

როგორც ჩანს, ილიამ აღნიშნულ ხერხს მხოლოდ ემეტის ბრძოლის წინ არ მიმართა. რამდენიმე საათის წინ თოფურიამ საკუთარ YouTube გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მიტჩელთან ბრძოლისთვის მზადების პერიოდია აღბეჭდილი. კადრებში კარგად, რომ "მატადორი" წონის კლების რთულ პერიოდს ღვინით იმსუბუქებს.

სხვა სტატიები