"ჩვენი ჩხუბის შემდეგ, ჭამისთვის საწრუპი დაგჭირდება" - რაიან გარსია თოფურიას
ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში ილია თოფურიამ რაიან გარსიაზე ისაუბრა. "მატადორი" თვლის, რომ გარსიას მისთვის ძალიან კომფორტული სტილი აქვს და თვლის კრივში ძალიან მალე გატეხავს. ილიას ამ განცხადებას გარსიამაც უპასუხა და თქვა, რომ მათი ბრძოლის შემდეგ თოფურიას საწრუპიდან ჭამა მოუწევს.
ჩვენი ჩხუბის შემდეგ ჩაის კი ვერ მოსვამ, საჭმლის საწრუპით ჭამა მოგიწევს. შენს საქმეს მიხედ. მე სახელი იმ ბიჭების გათიშვით მოვიხვეჭე, რომლებიც შენზე ბევრად უკეთესი მოკრივეები არიან, ვიდრე შენ ოდესმე იქნები. უბრალოდ UFC-ის მორიგი გაპიარებული პროექტი იქნები, რომელიც ფულის საშოვნელად მოვა და მოკრივესთან ნოკაუტში ჩავარდება. - განაცხადა რაიან გარსიამ
Things are getting heated between Ilia Topuria and Ryan Garcia 😳
— Championship Rounds (@ChampRDS) May 21, 2026
🗣️ Ryan: “You wouldn’t be sipping on tea after our fight, you’d be eating through a straw. Stay in your lane.”
🗣️ Ilia: “You built your name on hype, I built mine by putting legends to sleep. I would give you a… https://t.co/haFd4w08v0 pic.twitter.com/P9hSSZZ7Gd
ილია თოფურიას წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩხუბი ელის, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება. ის მსუბუქი წონის ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯს დაუპირისპირდება. ბრძოლა 15 ივნისს არის ჩანიშნული.