Belive

მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

3 დღის წინ სხვა
1 წთ

ბუდაპეშტში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ასპარეზობა T64-დან დაიწყო, გამოტოვა ჯგუფური ეტაპი, T256 და T128, რადგან ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის ათეულში იმყოფება. ამის შემდეგ, 3 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, ამ ეტაპზე გერმანელ მატიას სზაბოს დაუპირისპირდა, თუმცა ბრძოლა 15:12 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირში, 270 სპორტსმენი ასპარეზობდა. 30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.