Belive

"მოვიცდი, სტერლინგის შეყვარებულს დავამარცხებ და ქამარსაც დავიბრუნებ" - სეხუდო დვალიშვილზე

10 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. სეხუდოს თქმის, ის მერაბს დაელოდება როცა მზად იქნება და დაამარცხებს.

"მსურს ბრძოლა 25 ოქტობრის შემდეგ შედგეს. თუ მერაბს ამისთვის დიდი დრო დასჭირდება, სხვა ბრძოლაზე მომიწევს ფიქრი. ჩემი მიზნები ამ ბიჭთან დაკავშირებით ყველამ იცის. ჩვენს დაპირისპირებას კარგი ისტორია აქვს. ვიცი მერაბს სტერლინგისგან განსხვავებული სტილი აქვს. მოვიცდი, მის შეყვარებულს დავამარცხებ და ქამარსაც დავიბრუნებ." - განაცხადა ჰენრი სეხუდომ.

მიუხედავად დიდი სურვილისა, სეხუდოს მოცდა მოუწევს. მერაბმა სულ ახლახანს გაიკეთა ხელის ოპერაცია და რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

შეგახსენებთ, რომ ჰენრი ბოლოს ოქტაგონზე ალჯამაინ სტერლინგის წინააღმდეგ გამოვიდა და 5 რაუნდიან ბრძოლაში ჩემპიონის წინააღმდეგ დამარცხდა.

სხვა სტატიები