Belive

მოულოდნელი გადაწყვეტილება - ჩანგრიმ ანმა კარიერა დაასრულა

2 წლის წინ სხვა
2 წთ

სამხრეთ კორეელმა ძიუდოისტმა - ჩანგრიმ ანმა, 27 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ეს მოულოდნელი ფაქტია ძიუდოს გულშემატკივრებისთვისა და ყველა ამ სპორტზე შეყვარებული ადამიანისთვის. ჩანგრიმ ანიმ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “2021 წელი, როგორც კორეის ნაკრების წევრისთვის ჩემთვის ბოლო გახლდათ. ამ  წელს მე კარიერას დავასრულებ. მინდა მადლობა გადავუხადო ძიუდოს მსოფლიო ფედერაციასა და სრულიად ძიუდოს სამყაროს, რომლებიც მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მგულშემატკივრობდნენ. აწი, მე ჩემს ცხოვრებას ოჯახს დავუთმობ. ვეცდები, რომ გავხდე მწვრთნელი და აღვზარდო მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები". - განაცხადა ჩანგრიმ ანმა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by An Changrim (@anchangrim73)

ჩანგრიმ ანი მსოფლიოს ჩემპიონია, მან მსოფლიო ჩემპიონობა 2018 წელს, ბაქოში მოიპოვა, ასევე მას 3-ჯერ აქვს მოგებული აზიის ჩემპიონატი (2015,2017 და 2021 წლებში). კორეელმა ძიუდოიუსტმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, გარდა ამისა მას IJF-ს მსოფლიო ტურზე მოგებული აქვს 4 ოქროს მედალი: 2014-2015 წლებში, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჯეჯუს (სამხრეთ კორეის) გრან პრი, 2018 წელს - ჰოჰოტის (ჩინეთი) გრან პრი და 2019 წელს - ანტალიის გრან პრი.

სხვა სტატიები