იოშირო მარუიამამ 31 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა
უძლიერესმა იაპონელმა ძიუდოისტმა, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონმა - იოშირო მარუიამამ პროფესიონალური კარიერა დაასრულა.
აუცილებელია იმის თქმა, რომ მისი კარიერის დასრულებაზე დიდი წვლილი მისმა ტრავმებმა და ასევე ჰიფუმი აბემაც შეიტანა. მას შემდეგ, რაც ჰიფუმი აბე მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა, მას შემდეგ მარუიამას დიდ შეჯიბრებზე მონაწილეობის უფლება თითქმის არ ეძლეოდა.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 31 წლის იაპონელს კარიერის განმავლობაში მაინც საკმაოდ დიდი მიღწევები აქვს დაფიქსირებული, კერძოდ: იგი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია (2019 წელს ტოკიოში და 2021 წელს ბუდაპეშტში), ასევე 2-ჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (2022 წელი ტაშკენტი, 2023 წელი დოჰა).
მარუიამას მიღწევები IJF-ტურში
ოქროს მედალი - ოსაკას გრანდ სლემი (2018); დიუსელდორფის გრანდ სლემი (2019 წელი), ტოკიოს გრანდ სლემი (2022 წელი).
ვერცხლის მედალი - ტოკიოს გრანდ სლემი (2017 წელი), პარიზის გრანდ სლემი (2018,2024 წლები), ოსაკას გრანდ სლემი (2019 წელი).
გარდა ამისა, მარუიამას კონტინენტის პირველობაზე (აზიური თამაშები) 2018 წელს ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
როგორც ჩანს, იოშირო მარუიამასთვის კარიერის ბოლო შეჯიბრი 2024 წლის პარიზის გრანდ სლემი აღმოჩნდა, სადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ძიუდო კიდევ ერთ ლეგენდას აცილებს...