Belive

"მორიგი პროვოკაცია უმარის გუნდისგან" - მერაბ დვალიშვილი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 310-ზე ალჯამაინ სტერლინგმა მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ იბრძოლა და დამარცხდა. ბუნებრივია, რომ ალჯოს კუთხეში მისი მეგობარი მერაბიც იყო, რომელიც რჩევებს აძლევდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო ბრძოლის დასრულების შემდეგ მოხდა. როდესაც ალჯოს გუნდი გასახდელისკენ მიემართებოდა, მერაბი და დენის ბუზუკია ერთ-ერთ გულშემატკივარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული საქციელის გამო, მერაბი ბევრმა გააკრიტიკა და თქვეს რომ ჩემპიონს მეტი მოთმინება ევალება.

თავად დვალიშვილი ამ ინციდენტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ყველაფერი უმარის გუნდის მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

მეტი ტყუილი, შეურაცხყოფა და დაგეგმილი პროვოკაცია უმარის გუნდის მხრიდან. აი ნამდვილი ისტორია... - წერს მერაბი საკუთარ X-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ მერაბს მომავალი ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ელის. "მანქანა" საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად 19 იანვარს დაიცავს.

სხვა სტატიები