"მორჩა დასვენება, ძიუდოს პარიზში დავუბრუნდები" - ტედი რინერი
ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი, 35 წლის ტედი რინერი მზად არის, რომ მესამე ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ტატამზე დაბრუნდეს და ამას 2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე გააკეთებს, რომელიც 1-2 თებერვალს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ძიუდოს ფედერაცია და თავად ლეგენდარული სპორტსმენი ადასტურებს.
"ტედი რინერმა გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზეც მიიღოს მონაწილეობა, თუ იქამდე მას ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.
მას სურს, რომ ამისთვის მზადება რაც შეიძლება მალე დაიწყოს, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობა 2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე მიიღოს...
გარდა ტედი რინერისა, გრანდ სლემზე ყველა ის ძიუდოისტი იასპარეზებს, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღეს მონაწილეობა (ფრანგები)..." - ვკითხულობთ საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ტედი რინერმა ინდივიდუალურად მესამე ოქროს მედალი მოიპოვა, გარდა ამისა, მან 2-ჯერ შეძლო გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონობა.
ტედი რინერი ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა, ასევე პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც 5-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება (3-ჯერ ინდივიდუალურად, 2-ჯერ გუნდურ შეჯიბრში).
შეგახსენებთ, რომ გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ტედი რინერი 11-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.