Belive

მონცაში რბოლას ცნობილი ანიმაციის მთავარი პერსონაჟი გახსნის

5 დღის წინ სხვა
1 წთ

„ფორმულა 1“ და Disney-ის პარტნიორობის ფარგლებში, მონცას ისტორიული ავტოდრომი განსაკუთრებულ ღონისძიებას უმასპინძლებს - ანიმაციური ფილმ „მანქანების“ (Cars) გამოსვლიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად, ელვარე მაკქუინი იტალიის გრან პრიზე გამოჩნდება და ტრასას საპატიო წრეს შემოუვლის.

ღონისძიების მთავარი დეტალები:

პისტონის თასის 7-გზის ჩემპიონი (ანიმაციიდან) მონცაზე, F1-ით შთაგონებული სრულიად ახალი დიზაინით წარდგება და რბოლის წინ საპატიო წრეს შეასრულებს.

უქმეების განმავლობაში, ფორმულა 1-ის ოფიციალური მერსედეს AMG-ის უსაფრთხოების ავტომობილი (Safety Car) სპეციალურად „მანქანების“ თემატიკაზე შექმნილი დიზაინით იმოძრავებს.

F1-ისა და Disney-ს პარტნიორობა (რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდა) თავდაპირველად მიკი მაუსისა და სხვა პერსონაჟების გარშემო შეიქმნა და გასულ წელს ლას-ვეგასის გრან პრიზე ჰქონდა დებიუტი. „მანქანების“ სამყარო ამ კოლაბორაციას პირველად უერთდება.

იტალიის გრან პრი მონცას ტრასაზე 4-დან 6 სექტემბრამდე იმართება - ოსკაროსან ოუენ უილსონის მიერ გახმოვანებული 'ელვარე მაკქუინი' ტელეეკრანებზე 2006 წელს გამოჩნდა, რასაც მოჰყვა „მანქანები 2“ (2011) და „მანქანები 3“ (2017). ტრილოგია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.