Belive

მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილმა ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში კრივში გამართული პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე გიორგი ყუშიტაშვილმა წარმატებით იასპარეზა. 28 წლის ქართველმა მოკრივემ, რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ოთხი ბრძოლა მოიგო და “პარიზი 2024”-ზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ყუშიტაშვილმა ტურნირი გაიანელი ემანუელ პომპეის დამარცხებით დაიწყო, რასაც ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგთან გამარჯვება მოჰყვა. ამის შემდეგ გიორგის მისთვის ბოლო პერიოდში ტრადიციული მეტოქე, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვაგკან ნანიტზანიანი შეხვდა და ისევე როგორც წინა ორ შეჯიბრებაში, ქართველმა მოწინააღმდეგეს ამჯერადაც აჯობა. რაც შეეხება გადამწყვეტ და ლიცენზიის მომტან ბრძოლას, ყუშიტაშვილმა ამერიკელ ჯამარ ტელეის არბიტრების გადაწყვეტილებით მოუგო.

ამით კრივში სალიცენზიო შეჯიბრები დასრულებულია და საბოლოოდ გაირკვა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში რინგზე საქართველოს სახელით ორი მოკრივე, ლაშა გურული (63.5 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ) გავა.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები