მოკაევი: "პანტოჟა საკმარისად დიდი არ არის, რომ მერაბს შეხვდეს"
4 კვირის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილმა მებრძოლმა მუჰამედ მოკაევმა მერაბისა და პანტოჟას შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. მოკაევი თვლის, რომ ბრაზილიელი ჩემპიონი ზედა წონაში არ უნდა ავიდეს. მისი თქმით, მერაბი პანტოჟაზე ბევრად დიდია.
სტატიებს ვხედავ, სადაც ამბობენ რომ პანტოჟა მერაბს უნდა შეხვდეს. ვთვლი, რომ ალექსი მერაბს არ უნდა დაუპირისპირდეს. პანტოჟა ამისთვის საკმარისად დიდი არ არის. ვგულისხმობ სხეულის ზომას. ჩემს თავზეც იმავეს ვიტყოდი. საკმარისად დიდი უსმსუბუქესი წონის მებრძოლი არ ვარ, რომ მერაბს შევხვდე. დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონისთვის ძლიერია, ძალიან ძლიერი.
მერაბი დიდი ბიჭია, ისევე როგორც დეივესონ ფიგერედო. 61 კილოგრამის დასაფიქსირებლად ძალიან ბევრი იწვალა. პანტოჟა ფიგერედოზე პატარაა. ვიმედოვნებ, პანტოჟა თავის დივიზიონში დარჩება და მემკვიდრეობას შექმნის. - განაცხადა მუჰამედ მოკაევმა
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქ წონაში დვალიშვილმა ფაქტობრივად ყველა მეტოქე დაამარცხა და უმსუბუქესი წონის ჩემპიონთან ჩხუბის იდეაც სწორედ ამიტომ გაჩნდა.