Belive

"შენთან ოქტაგონის გაზიარება ჩემთვის დიდი პატივი იყო" - ისლამ მახაჩევი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

20 ივლისს MMA ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა და უდავო ლეგენდამ დასტინ პორიემ დატოვა. "ბრილიანტმა" კარიერის ბოლო ჩხუბი მაქს ჰოლოუეისთან ჩაატარა, სადაც დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პორიეს "დალოცვილთან" ორი ჩხუბი ჰქონდა გამართული და ორივე შემთხვევაში გაიმარჯვა.

დასტინის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა ისლამ მახაჩევი. შეგახსენებთ, რომ ისლამმა მსუბუქი წონის ქამარი სწორედ "ბრილიანტის" დამარცხებით მოიპოვა.

გილოცავ დასტინ. შენ ნამდვილად ხარ ის ერთ-ერთი დიდებული მებრძოლი, რომელსაც ოქტაგონზე შეუბიჯებია. სცენის შენთან ერთად გაზიარება დიდი პატივი და პრივილეგია იყო. - წერს ისლამი საკუთარი X-ს გვერდზე

ისლამის ამ განცხადებას პორიემაც უპასუხა და დაღესტნელს თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.

სხვა სტატიები