Belive

"მხოლოდ ილიამ იცის იმ ბრძოლაში რამხელა დაზინება მიიღო" - ჯო როგანი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ჯო როგანმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება "მატადორის" დაბრუნებაზე გაამახვილა და შეახსენა, რომ აჩქარება არ ღირს. როგორც თავად როგანმა თქვა, რეაბილიტაციის პროცესშია და სრულფასოვან ვარჯიშს მალე დაიწყებს.

საინტერესო იქნება იმის ნახვა თუ როგორ დაბრუნდება ილია. მან ძალიან დიდი დაზიანება მიიღო. ორივე ორბიტალური ძვალი გაიტეხა, რის გამოც ბრძოლის გაჩერება მოუხდათ და მან მიიღო დარტყმები ბიჭისგან, რომელსაც ქვის ხელები აქვს. არ ვიცი ახლა სად არის, მაგრამ ვიცი, რომ აღდგენით პროცესებს გადის.

ის მენტალურად ძალიან ძლიერი ბიჭია და ვფიქრობ კვლავ დაბრუნდება. საქმე იმაშია რამხელა დაზიანება მიიღო და ამის შესახებ მხოლოდ ილიამ იცის. ასეთი სახის ბრძოლები კარიერაში სულ რამდენიმე გექნება და ფრთხილად უნდა იყო, რომ მათგან მოშუშება მოახერხო. ოქტაგონზე ადრე დაბრუნებით ბევრმა დიდებულმა მებრძოლმა შეცდომა დაუშვა. - ამბობს ჯო როგანი

ილია თოფურიას შესაძლო დაბრუნებაზე ჯერ არაფერი იწერება, მაგრამ ჭორები დადის, რომ გეიჯისთან ჩხუბზე საუბრები დაიწყო. ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა და ჟურნალისტმა ჯონ ანიკმა ისაუბრა.

სხვა სტატიები