Belive

"მჯერა, რომ ო'მალის დავანოკაუტებ" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერია. ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, ქართველმა სატიტულო ბრძოლა გაინაღდა. ეს UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმაც დაადასტურა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ წონის ჩემპიონს შონ ო'მალის დვალიშვილთან ჩხუბი არ სურს. ამერიკელმა კარგად იცის, რომ "მანქანასთან" ძალიან რთული ბრძოლა ელის. ამიტომ მერაბთან ბრძოლას თავს არიდებს და ილიასთან ჩხუბი სურს, რადგან დიდი თანხა გამოიმუშაოს. თოფურიამ მასთან ჩხუბზე უარი განაცხადა და მერაბთან ბრძოლისკენ მიუთითა.

ამ ყველაფრის შესახებ მერაბ დვალიშვილმა იუთუბერ Schmo-სთან ისაუბრა.

თუნდაც ო'მალიმ არ იცოდეს ვინ არის პირველი ნომერი, მე მაინც ვიცი, რომ შემდეგი ბრძოლა ქამარზე მექნება. ხელი ჩამომართვა და თავს იკატუნებდა თითქოს არ იცოდა ვინ ვიყავი. ყველამ იცის, რომ ჩვენი დაპირისპირება დიდი ბრძოლა იქნება. ბევრჯერ თქვა, რომ გამთიშავდა. მოდი, სცადე!

შონი ძალიან ტექნიკურია და საკმაოდ კარგი წვდომა აქვს. ის სახიფათო მებრძოლია და მასთან დაპირისპირებას დიდ გამოწვევად მივიჩნევ. როგორც მებრძოლს პატივს ვცემ მაგრამ, ჩვენს შორის საუკეთესო უნდა გაირკვეს.

მის წინააღმდეგ უბრალოდ ვიბრძოლებ და ჩემს საუკეთესოს გავაკეთებ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, თუმცა, ყოველთვის გამარჯვებაზე ვარ ფოკუსირებული. საკმაოდ ბევრს ვშრომობ და ყველა ასპექტში ვვითარდები. არ გაგიკვირდეთ, როცა შონს გავთიშავ. მჯერა, რომ ო'მალის დავანოკაუტებ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალიმ UFC 299-ზე ჩემპიონის ქამარი პირველად "ჩიტოს" წინააღმდეგ დაიცვა. შონს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ, ისიც მარლონ ვერას წინააღმდეგ დამარცხდა.

დვალიშვილს 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო სამ შეხვედრაში მერაბმა ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და ჟოზე ალდო დაამარცხა.

სხვა სტატიები