Belive

"მჯერა, რომ ეს გამარჯვება სატიტულო რბოლაში დამაბრუნებს" - გიგა ჭიკაძე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე იცით, გიგა ჭიკაძე მის მომავალ ბრძოლას ინგლისში გამართავს. ქართველი მებრძოლს ოქტაგონზე UFC 304-ზე ვიხილავთ. "ნინძას" მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგი მებრძოლი არნოლდ ალენი იქნება. ჩხუბი 27 ივლისს არის ჩანიშნული.

როგორც გიგა ამბობს, არნოლდთან გამარჯვებას მას იმ პოზიციაზე დააბრუნებს, რომელსაც იმსახურებს.

ნამდვილად ძლიერი ოპონენტია. ასეთ ათლეტთან ბრძოლა და გამარჯვება ზუსტად ისაა, რაც მე მჭირდება. მჯერა, რომ ეს გამარჯვება სატიტულო რბოლაში დამაბრუნებს. ალენისთვის კი ეს ჩხუბი უფრო ადგილის შესანარჩუნებლად არის. UFC-ში 8 ბრძოლა ჩავატარე და მხოლოდ ერთი დავთმე. ამ ბრძოლაში გამარჯვება ზუსტად იმ ადგილას დამაბრუნებს, რომელიც მე მეკუთვნის.

ჩემს მოწინააღმდეგეს განსხვავებული სტილი აქვს. მრავალმხირივი მებრძოლია და საკმაოდ ძლიერიც არის. არც სტრაიკინგში და არც მიწაზე ცუდი არ არის. საბოლოდ მაინც ვიტყვი, რომ მე უკეთესი სტრაიკერი ვარ. - განაცხადა გიგა ჭიკაძემ MMA Junkie-სთან საუბრისას

გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით ალექს კასერესი დაამარცხა.

რაც შეეხება ალენს. მან ბოლო ბრძოლა მოვსარ ევლოევთან დათმო და ახლა გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

სხვა სტატიები