"იმედია გადავრჩები" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. ქართველი "მანქანა" სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. ეს ყველაფერი UFC 311-ზე მოხდება, სადაც ისლამ მახაჩევი არმან ცარუკიანის წინააღმდეგ იჩხუბებს.
როგორც მოგეხსენებათ, ისლამისა და უმარის მწვრთნელი ხაბიბ ნურმაგომედოვია და იმ საღამოს ორივე მებრძოლის კუთხეში იქნება. დაუმარცხებელი მებრძოლი ამ ყველაფერს საკუთარი ინსტაგრამის საშუალებით გამოეხმაურა.
ორი საჩემპიონო ბრძოლა ერთ საღამოს. მგონი, ეს აქამდე არ მომხდარა. რა ღამე მელოდება! იმედი მაქვს გადავრჩები. - წერს ხაბიბი საკუთარ ინსტაგრამ სთორიში
UFC 311 18 იანვარს არის ჩანიშნული. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მერაბისთვის ეს პირველი ქამრის დაცვა იქნება.