"მიყვარს იმ ბიჭების ცემა, რომელიც ჰენრიმ ვერ დაამარცხა" - შონ ო'მალი
შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირების საგა გრძელდება. UFC-ის მხრიდან ჯერაც არ დადასტურებულა შეებრძოლებიან თუ არა ისინი ერთმანეთს. თუმცა, თავად მებრძოლები საინტერესო განცხადებებს ავრცელებენ. შეხვედრისთვის მზაობა ორივე მხარემ უკვე გამოთქვა. "შუგას" მწვრთნელიც განცხადებით დვალიშვილი იმსახურებს, რომ ო'მალისთვის შემდეგი იყოს. მერაბი, რომ მზადაა ჩემპიონთან ჩხუბისთვის ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. ქართველი "მანქანა" შონს 2018 წლის შემდეგ იწვევს, თუმცა, ის მერაბს გაურბის.
ყველა გზა მოჭრილია, მერაბი 10 ბრძოლაა დაუმარცხებელია, მოიგო სამი ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ, სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა და ახლა დროა ტიტულისთვის იბრძოლოს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ვერას დამარცხების შემდეგ, ო'მალიმ თოფურია გამოიწვია, თუმცა, "მატადორმა" მასთან ჩხუბზე უარი განაცხადა და მერაბისკენ დაპირისპირებაზე მიუთითა.
რამდენიმე საათის წინ შონ ო'მალიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. დიდი ალბათობით მისი ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ მერაბთან ბრძოლისთვის მზადაა.
მიყვარს იმ ბიჭების ცემა, რომელიც ჰენრიმ ვერ დაამარცხა. - განაცხადა შონმა საკუთარი X-ის გვერდზე
I love beating guys Henry couldn’t beat
— Sean O'Malley (@SugaSeanMMA) March 20, 2024
Jajajaja