Belive

"ჩვენი საბრძოლო გეგმა დიდად არ შეიცვლება" - ჯონ ვუდი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 316-მდე 6 დღე რჩება, სადაც მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის შედგება. აღსანიშნავია, რომ ეს მებრძოლები აქამდეც შეხვდნენ და კარგად იცნობენ ერთმანეთს. ახლა ყველაზე საინტერესოა რა გეგმით გამოვლენ სპორტსმენები ოქტაგონზე. ამის შესახებ მერაბის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა ისაუბრა.

ამ ჩხუბში უკეთეს და უფრო ჯანმრთელ შონს უნდა ველოდოთ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენი საბრძოლო გეგმა დიდად არ შეიცვლება. ვაპირებთ ტემპი კიდევ უფრო ავწიოთ, წნეხი გავზარდოთ და შევცვალოთ რაღაცები რასაც ო'მალი შეცვლის. ჩვენი მიზანია "შუგას" შევუშალოთ ხელი იმაში, რისი გაკეთებაც მას სურს. - განაცხადა ჯონ ვუდმა

შეგახსენებთ, რომ ეს მერაბისთვის მეორე საჩემპიონო დაცვა იქნება. პირველ შემთხვევაში მან უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. შონისა და მერაბის ჩხუბი 8 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები