Belive

"მითხრეს, რომ უმარმა ტრავმა მიიღო, მაგრამ ორ დღეში მერაბთან ბრძოლა გაოფიციალურდა" - სონგ იადონგი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ვიდრე უმარ ნურმაგომედოვი საჩემპიონო ჩხუბს მიიღებდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ მისი მეტოქე სონგ იადონგი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ყველაფერი სულ სხვაგვარად განვითარდა და ნურმაგომედოვმა დვალიშვილთან იჩხუბა. სონგ იადონგი ამბობს, რომ უმარის გუნდმა ის მოატყუა. ჩინელის თქმით, ნურმაგომედოვი მასთან ჩხუბს ტრავმის მიზეზით ჩაეხსნა და რამდენიმე დღის შემდეგ სატიტულო ბრძოლას დათანხმდა.

ჩვენ კონტრაქტისთვის ხელი არ გვქონდა მოწერილი, მაგრამ მათ ვუთხარი რომ ჩხუბი მინდოდა და UFC-ც თანახმა იყო. საბოლოოდ, მითხრეს რომ უმარმა ტრავმა მიიღო. არ ვიცოდი რა მოხდა. ორი დღის შემდეგ მერაბთან ბრძოლა გაოფიციალურდა. - განაცხადა სონგ იადონგმა

სონგ იადონგი შემდეგ ბრძოლას ჰენრი სეხუდოსთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ურაია ფაბერი თვლის, რომ ჩინელი სატიტულო ბრძოლის ღირსია.

სხვა სტატიები