Belive

"ილია თოფურია განსაკუთრებულია" - ედი ალვარესი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ედი ალვარესმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ამერიკელი "მატადორის" ახალ დივიზიონში გადასვლით გაოცებულია და ამბობს, რომ ილია განსაკუთრებულია.

ოქტაგონზე შესვლამდე მჯეროდა, რომ ილია ოლივეირას ვერ გათიშავდა. ყველამ იცოდა, რომ თოფურია ჩარლზს დააგდებდა. არ მეგონა თუ ილია ოლივეირას ასე დაანოკაუტებდა. შოკირებული ვიყავი. შეხედეთ მის ბოლო სამ მეტოქეს: ვოლკანოვსკი, ჩარლზი და მაქს ჰოლოუეი. ზედიზედ დამარცხებული ლეგენდები. ეს ბიჭი განსაკუთრებულია. - განაცხადა ედი ალვარესმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონობა სწორედ ოლივეირასთან ბრძოლაში მოიპოვა. "მატადორი" ერთადერთი ქართველია, რომელმაც UFC-ის ორი წონის ჩემპიონობა იზეიმა.

სხვა სტატიები