"მისი კრივი ძალიან მაღალ დონეზეა" - დვალიშვილი თოფურიაზე
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართული სპორტისთვის ისტორიულ დღემდე სულ ცოტა დრო რჩება. 18 თებერვალს ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის იბრძოლებს. იმავე საღამოს გამოვა მერაბ დვალიშვილიც, რომელიც ყოფილ ორმაგ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. ვოლკანოვსკის დამარცხების შემთხვევაში ილია ჩემპიონი გახდება, დვალიშვილი კი, დიდი ალბათობით, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობის პირველი კანდიდატი იქნება.
ჩხუბები UFC 298-ზე ლას ვეგასში ჩატარდება და ქართველი მებრძოლები ვარჯიშებს UFC Apex-ში ატარებენ. ილიამ და მერაბმა ერთად ივარჯიშეს. ეს ყველაფერი დვალიშვილმა საკუთარი YouTube არხზე გამოაქვეყნა.