Belive

"მის წინააღმდეგ გამოვა მებრძოლი, რომელიც უკან არასდროს იხევს" - თოფურია ალექსთან ბრძოლაზე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართული MMA-ს ისტორიულ ბრძოლამდე თითქმის ერთი თვე რჩება. UFC 298-ზე ილია თოფრუია პირველი ქართველი იქნება ვინც საჩმპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე მოქმედი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება.

თოფურია გვპირდება, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს და მის მეტოქეს ნოკაუტში ჩააგდებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ილიამ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ყოველდღე მასზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებ. მისი ძველი ვარჯიშის ვიდეოებსაც კი ვუყურებ. ფაქტიურად ყველაფერს ვუყურე და არ ვიცი ხალხს რატომ ჰგონია, რომ მომიგებს. მას ჩემ წინააღმდეგ ნული შანსი აქვს. მის შეტევაში ხვრელებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი როგორც შემომიტევს. ის მხოლოდ ფეხებს გამოიყენებს. მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია. კარგი კარდიო აქვს, მაგრამ ყველა კარგად სუნთქვას მაშინ, როცა ზეწოლას არ განიცდის. როცა წინ მიდიხარ ყოველთვის კარგი კარდიო გაქვს. როცა უკან იხევ სუნთქვა გერევა და ჩვენი ბრძოლის შემთხვევაშიც ასე იქნება. მის წინააღმდეგ იქნება მებრძოლი, რომელიც უკან არასდროს იხევს.

ვფიქრობ, ჩვენი ჩხუბი ნამდვილი შედევრი იქნება. თქვენ ნამდვილ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას იხილავთ. ჩემს მომენტებს მოთმინებით დაველოდები. ოქტაგონზე დიდი უპირატესობის მოსაპოვებლად გამოვალ, თუმცა, მთავარი მაინც მოთმინებაა. იყავით მზად, ზედმეტ ძალისხმევას ნუ გაიღებ და ფინიში თავად მოვა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ მას გავთიშავ. ვოლკანოვსკისთან ჩხუბი ჩემს კარიერაში ყველაზე ადვილი იქნება. - განაცხადა ილიამ ESPN-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება თბილისის დროით 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები