Belive

"აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარე" - მაქს ჰოლოუეი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC Noche-ს შემდეგ, მორიგ ქართულ საჩემპიონო ბრძოლას ილია თოფურია გამართავს. 26 ოქტომბერს აბუ დაბიში "მატადორის" მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. როგორც ჰავაელი ამბობს, ამდენი წლის შემდეგ მისთვის ტიტულზე ბრძოლა ძალიან ამაღელვებელია.

დიდი ხნის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულზე კვლავ ვიბრძვი. ეს სახალისოა. თუმცა, მოსამზადებელ პერიოდს გავდივარ და პსიქოპატი უნდა იყო ამ დროს სიამოვნება რომ მიიღო. წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი.

ყველა ჩემი წონის შესახებ საუბრობს. ბრძოლა ნელ-ნელა გვიახლოვდება და კითხვები მხოლოდ ამაზე ისმის. წინა ბრძოლისასაც მსგავსი სიტუაცია იყო. მთელი კარიერის განმავლობაში წონას ყოველთვის ვაბარებდი. წონის ვერ ჩავაბრებას ამ ბრძოლაზე ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარე. ბევრი ამბობს, რომ ჩემი დრო წავიდა, აქ არ უნდა ვიყო ან თუნდაც სხვა საქმე ვაკეთი. საბოლოოდ, ჩვენ მსოფლიო ტიტულისთვის ვიბრძვით და მოწინააღმდეგე ახალი თაობის წარმომადგენელია. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი BMF ქამრის მფლობელია, თუმცა, ამ ბრძოლაში აღნიშნული ტიტული არ გათამაშდება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ მაქს ჰოლოუეი ჯერ არავის გაუთიშავს. ილია კი გვპირდება, რომ ამას შეძლებს.

სხვა სტატიები