"მე უფრო ის მადარდებს, რომ უმარის ჩხუბის საღამოს ო'მალიმ გაიმარჯვა" - ხაბიბი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
UDAR TV-სთან ინტერვიუში ხაბიბს უმარის შესახებ ჰკითხეს. კითხვა უმარის საჩემპიონო ჩხუბს ეხებოდა. ისინი თვლიან, რომ სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამრის ბედი სამ მებრძოლს შორის - იანს, მერაბს და უმარს შორის უნდა გადაწყდეს. ხაბიბი კი ამბობს, რომ საქმეში ო'მალიც არის.
მე უფრო ის მადარდებს, რომ უმარის ჩხუბის საღამოს ო'მალიმ ლამაზად გაიმარჯვა. თუ ო'მალი სანახაობრივად იგებს, ისეთი ნოკაუტებით, რომლის შესრულებაც მას შეუძლია, მაშინ საჩემპიონო ბრძოლაშო შონიც ერთვება. საკამათოა თუ არა, იანთან ჩხუბი მოიგო, მსაჯებმა მისი ხელი ასწიეს. ამ სპორტში დანამდვილებით არაფრის თქმაა შესაძლებელი. - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმაც და შონ ო'მალიმაც თავიანთი ჩხუბები მოიგეს. უმარმა ფიგერედოს ხოლო, შონმა იადონგს მოუგო. ახლა სუპერმსუბუქი წონის დივიზიონი ასე გამოიყურება: ჩემპიონი იანია, პირველზე მერაბი, მეორეზე უმარი და მესამე ადგილს ო'მალი იკავებს.