Belive

"მიხარია თუ ჩემმა სიტყვებმა ვინმეს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა"-პადი პიმბლეტი

1 წლის წინ სხვა
2 წთ

23 ივლისს UFC Fight Night 208-ზე, ლონდონში, London's O2 Arena-ზე პადი პიმბლეტმა ჯორდან ლევიტი დაამარცხა. თუმცა, ეს ბრძოლა მხოლოდ ამით არ არის ცნობილი. როგორც ვიცით, ამ ბრძოლის წინ პიმბლეტს შეატყობინეს, რომ მისმა ახლო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პადიმ ეს გამარჯვება სწორედ მას მიუძღვნა და მისი ბრძოლის შემდგომი კომენტარიც საკმაოდ ემოციური გამოდგა. 27 წლის მებრძოლმა განაცხადა, რომ კაცებმა უნდა ისაუბრონ საკუთარი გრძნობების შესახებ, რაც დაეხმარებათ ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვაში.

"მირჩევნია ჩემმა მეგობარმა ჩემს მხარზე იტიროს, ვიდრე მომავალ კვირას მის დაკრძალვაზე წავიდე. ამიტომ გთხოვთ, მოვიშოროთ ეს სტიგმა. დაიწყეთ კაცებმა საუბარი."
Sky Sports-თან საუბრისას პედიმ თქვა, რომ უამრავი შეტყობინება მიიღო, სადაც გულშემატკივრები წერდნენ, რომ მისი სიტყვების შემდეგ თვითმკვლელობა გადაიფიქრეს. "შენ რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდი”- ასეთი იყო ერთ-ერთი შეტყობინება.
"ეს ყველაფერი მოგებაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიხარია თუ ჩემმა სიტყვებმა ვინმეს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა."- განაცხადა პადიმ.
 
 
Посмотреть эту публикацию в Instagram
 

Публикация от Paddy THE BADDY Pimblett (@theufcbaddy)

ამ გამარჯვებით პიმბლეტმა თავისი MMA რეკორდი 19-3-მდე გაზარდა. ინგლისელს ბოლო სამი ბრძოლიდან სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ პიმბლეტის გამოსვლის შემდეგ, ინგლისში ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა.

სხვა სტატიები