"მგონია, რომ უმარი ამ ბრძოლას იმსახურებს" - არმან ცარუკიანი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა. მერაბმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უმარი ამ ჩხუბს არ იმსახურებდა და ეს შანსი მხოლოდ ხაბიბის გამო მიიღო. მიუხედავად ამისა, არმანი თვლის რომ ნურმაგომედოვისთვის სატიტულო ბრძოლის მიცემა ლოგიკური იყო.
მგონია, რომ უმარი ამ ბრძოლას იმსახურებს. მასთან დაპირისპირებაზე ყველა TOP მებრძოლი უარს აცხადებდა. რეიტინგიდან მხოლოდ ერთს შეხვდა და ეს მისი ბრალი არ არის. ისიც უნდა ითქვას, რომ არა ხაბიბი საჩემპიონო ბრძოლამდე 1-2 ჩხუბს აუცილებლად ჩაატარებდა. მერაბმა დივიზიონში ყველა მეტოქე გაიარა. უმარი ფორმის პიკშია და დვალიშვილს მასთან ბრძოლა უწევს.
ვფიქრობ, ეს ჩხუბი 5 რაუნდი გაგრძელებდა და გამარჯვებულს მსაჯები გამოავლენენ. უპირატესობა მერაბის მხარეს არის, რადგან მას გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მერაბს ძალიან მაგარი კარდიო აქვს, თან უმარი TOP მებრძოლებთან ხშირად არ გვინახავს. მერაბმა ალდო, სეხუდო და ო'მალი დაამარცხა. სწორედ ამის გამო ვანიჭებს უპირატესობას ამ ბრძოლაში. - განაცხადა არმან ცარუკიანმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.